"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-თან "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გულშემატკივრები მოატყუა. ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტის მტკიცებით, 71 წლის კინორეჟისორი ზაფხულში გუნდის 2 ლიდერს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს, სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში აუცილებლად გაყიდის.

"კვარაცხელია და ოსიმენი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ვაღიარებ, ზაფხულში მათ სანაცვლოდ 1 მილიონ ევროსაც კი არ გადავიხდიდი. ნიგერიელის პროგრესით გაოცებული ვარ. 

აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ზაფხულში მათ გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა პრეზიდენტი იტყუება. თუ სატრანსფერო
ფანჯარაზე მათ სანაცვლოდ სარფიანი შემოთავაზებები იქნება, "ნაპოლი" ორივე მოთამაშეს გაასხვისებს. თავისი ფასი ყველაფერს გააჩნია. კლუბმა სეზონის დაწყების წინ შესანიშნავად იმუშავა. ოსიმენი 120 მილიონის სანაცვლოდ აუცილებლად უნდა გაიყიდოს", - განაცხადა ფედელემ.

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

altფედელე: სპალეტიმ ზაფხულში "ნაპოლი" უნდა დატოვოს

alt"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგ კი არა თუ დაინტერესება წამოვიდა და მგონი იქნება არაბეღლთის შეიხებიდან თავად ნაპოლს გაყიდის ლაურენტისი.ბიზნესია ეს რა კვარა და ოსიმენი ანაღვლებთ გგონიათ? ცდებით.ამ სპორტის უკან უდიდესი მაფია და მაქინიაციებია განსაკუთრებით კი იტალიაში
გიორგი
10:06 11-02-2023
0
რა თქმა უნდა გაყიდის.დღეს ფეხბურთი უფრო ბიზნესია და ტოტალიზატორის მაფია ვიდრე სპორტი.უბრალო აჟიოტაჟია რომ არ გაყიდის,რათქმა უნდა ამით ცდილობენ კიდევ მეტად ფასის აწევას და ამაზე კლუბის ათასობით თანამშრომელი მუშაობს როგორც კი კულმინაციას მიაღწევს ამა თუ იმ ფეხბურტელის ფასი გინდ კვარა იყოს გინდ ოსიმენი დაყფიქრებლად გაყიდიან
გიორგი
10:03 11-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული