ჰოლანის მამა "ნაპოლისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა - რატომ ვერ შედგა ნორვეგიელის ტრანსფერი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი 2019 წელს მოლაპარაკებებს "ნაპოლისთან" აწარმოებდა. ამის შესახებ ნორვეგიელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლორის ბონიმ Radio Punto Nuovo-ს ეთერში განაცხადა.

"ნაპოლი" ერლინის შეძენას აქტიურად ცდილობდა, ჰოლანის მამა აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა, თუმცა მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, მის ნაცვლად კი "პარტენოპეიმ" ვიქტორ ოსიმენი შეიძინა. რა თქმა უნდა, ორივე მხარე მოგებული დარჩა, მაგრამ ჰოლანისა და ოსიმენის დუეტი ფანტასტიკური იქნებოდა.

დარწმუნებული ვარ, ჰოლანი ნეაპოლელებს ძალიან დაეხმარებოდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ერთ დღეს, შესაძლოა, დე ლაურენტისმა მისი შეძენა კიდევ
სცადოს. იტალიელის ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ოსიმენი შემენარჩუნებინა. ნიგერიელი "ნაპოლის" სიმბოლო უნდა გახდეს" - განაცხადა ლორის ბონიმ.

შეგახსენებთ, ერლინი ახლა "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს, პრემიერ ლიგაში კი 20 შეხვედრაში 25 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

alt"გამიმართლა, რომ მათი თანაგუნდელი ვარ და არა მოწინააღმდეგე" - მერეტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

altდაიშლება თუ არა ოსიმენისა და კვარაცხელიას ტანდემი? - "ჩელსი" ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვას გეგმავს

alt"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

მკითხველის კომენტარები / 2 /
...დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ?!
იცით ჰოლანი რამდენს იღებს კვირაში?
800 ათასს!
და როგორ გგონიათ რამ მოხიბლა ჰოლანები?
ფულმა!
ამიტომ, მხოლოდ ფულით ისტორიის არმქონე კლუბი ხელმოცარულია!
ლაშა
14:01 10-02-2023
3
ნამდვილად ვერ დავდებ თავს ტაქტიკოსად ფეხბურთში. მაგრამ ოსიმენს და ფოლანდს ერთ შემადგენლობაში როგორ ათამაშებ, ორი ფორვარდით ათამაშებ გუნდს?
G.LA
12:30 10-02-2023
1

სიახლეები პოპულარული