კასანო: გეტყვით, რატომ ბრწყინავს "ნაპოლი"

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, მას სეზონის დაწყების წინ მიაჩნდა, "ბიანკონერის" "პარტენოპეიზე" ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ნეაპოლელთა წარმატებაში მთავარი წვლილი 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ შეიტანა.

"მოდით, "იუვენტუსის" დაცვის ხაზით დავიწყოთ. მათ ამ პოზიციაზე ბრაზილიის ნაკრების 3 ფეხბურთელი ჰყავთ, ასევე - ლეონარდო ბონუჩი, რომელიც თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნახევარდაცვაში ლეანდრო პარედესი, ადრიენ რაბიო და მანუელ ლოკატელი ნამდვილად კარგად ჟღერს. კიეზა იტალიის ნაკრების წამყვანი მოთამაშეა. "ბებერ ქალბატონს" ჰყავს დი მარია
და ვლაჰოვიჩი. მიმაჩნია, რომ სერბი ერლინ ჰოლანის შემდეგ საუკეთესო ახალგაზრდა თავდამსხმელია.

ფაქტია, ისინი საშინელ სეზონს ატარებენ, ამაში კი მთავარი დამნაშავე მასიმილიანო ალეგრია. სეზონის დაწყების წინ ვერავინ გაბედავდა იმის თქმას, რომ "ნაპოლის" შემადგენლობა ფურცელზე უფრო ძლიერი ჩანდა, ვიდრე "იუვენტუსის".

რა არის განხვავება სპალეტისა და ალეგრის შორის? ლუჩანო გენიოსია, იგი საწვრთნელ ბაზაზე 8 საათს ატარებს. მასიმილიანო ფეხბურთზე ნაკლებად ფიქრობს" - განაცხადა კასანომ.

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

altკასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

altკასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მთავარია მონდომება სიმონ! მონდომება და ხორუმი გუნდური ცეკვაა მარა შენ იტალიელს საიდან გეცოდინება მაგდენი?
კ ო მ ბ ლ ე
22:55 10-02-2023
2
ანტონიო ხვიჩა და ვიქტორი იგებენ სკუდეტოს რომ იცოდე და შემდეგ ლიგაზეც ბევრს შეუყვანენ,თუ არა და მაგასაც ვნახავთ,ეს ორი კაცი ალბათ ყველაზე უკეთ არიან შეთამაშებული ევროპაში და იცი რატომ?ორივე მხეცია და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებენ!!!
ზაზა
21:45 10-02-2023
1

სიახლეები პოპულარული