"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

AutoSharing Option
ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა და სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეი" სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ, ვიქტორ ოსიმენმა და აურელიო დე ლაურენტისმა უნდა დატოვონ.

"ლუჩანო სპალეტის ადგილას რომ ვიყო, "ნაპოლის" აუცილებლად დავტოვებდი, რადგან მან ეს ნაბიჯი გამარჯვებულის რანგში უნდა გადადგას და არა დამარცხებულის. იმავეს ვიტყვი აურელიო დე ლაურენტისზეც.

რაც შეეხება ოსიმენს, ყველამ ვიცით, საფეხბურთო სამყარო როგორ მუშაობს. ნიგერიელი ახლა კარიერის საუკეთესო ფორმაშია, "პარტენოპეის" გულშემატკივრებმა მისი შესაძლებლობები უკვე აღიარეს. ამიტომ, ვფიქრობ, წასვლისთვის საუკეთესო დროა" - განაცხადა
ფედელემ.

შეგახსენებთ, ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტი ხშირად ხვიჩა კვარაცხელიასაც აკრიტიკებს და ცდილობს, მუდამ პრესის ყურადღების ცენტრში იყოს.

altფედელე: სპალეტიმ ზაფხულში "ნაპოლი" უნდა დატოვოს

alt"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

alt"ხვიჩას კონტრაქტში უწერია, რომ თუ ამას არ გააკეთებს, არ ათამაშებენ..." - ფედელემ კვარაზე იხუმრა და დე ლაურენტისს მატყუარა უწოდა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფედელე იუვეს ფანია
ავთო
08:22 11-02-2023
0
ეს კაცი, კიდევ გუბაზი და ხუხაშვილი მოაშორეთ მედიას !
ALONZO
14:53 10-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული