ნეიმარს მეზობლებმა უჩივლეს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი ნეიმარი ახალ სკანდალში გაეხვა.

ბრაზილიელი პარიზის გარეუბან ბუჟივალში ცხოვრობს. შემტევმა თავის 31-ე დაბადების დღე ხმაურიანად აღნიშნა, ხმაურმა კი მეზობლები იმდენად შეაწუხა, რომ მათ პოლიციას მიმართეს, თუმცა ფეხბურთელმა გართობა გააგრძელა.

თავად ბუჟივალის მერი ლუკ ვატელი ნეიმარის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

"რა თქმა უნდა, მისი დაჯარიმება შეგვეძლო. თუმცა მისი ხელფასიდან გამომდინარე 135-ევროიან ჯარიმას დიდ ყურადღებას არ მიაქცევს" - განაცხადა ვატელმა.

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ნეიმარისა და მისი მეზობლების დაპირისპირება...

altპსჟ-ის სერიოზული პრობლემა - "ბაიერნთან" მბაპე და ნეიმარი ვერ

ითამაშებენ

altკასაგრანდე: ნეიმარი ისევ ინფანტილური და განებივრებული ადამიანია

altმომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - ნეიმარის დასამშვიდებლად პერიშიჩის შვილი მივიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
რადგან მდიდარია, ამიტომ უნდა უჩივლოთ ?
გადაახდევინეთ ის ჯარიმა რაც კანონით ეკუთვნის.
ზაქრო
19:09 11-02-2023
2

სიახლეები პოპულარული