გუნდი-გუნდზე - თურქეთში უკრაინელმა და რუსმა ფეხბურთელებმა მაგრად იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთში შეკრებაზე უკრაინული "მინაისა" და რუსული "შინიკის" ფეხბურთელებმა იჩხუბეს.

Матч ТВ-ის ცნობით, "შინიკის" რამდენიმე მოთამაშეს თითების და ნეკნების მოტეხილობა აქვს, ერთს კი - თვალთან ჰემატომა. საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღეს უკრაინელებმაც.

"ბომბარდირი" იტყობინება, რომ "შინიკის" ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ფეხბურთელმა ტუალეტში აღებინა და დამლაგებელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. "მინაის" თავდამსხმელმა დანილ კოლესნიკმა რუსს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მასობრივი ჩხუბი დაიწყო.

"მინაიმ" სასტუმროს დაჯავშნისას მოითხოვა, რომ იქ რუსი ფეხბურთელები არ ყოფილიყვნენ,  მაგრამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სიტუაციის გამო ისინი მაინც შეასახლეს.

რუსული მხარის მტკიცებით, კონფლიქტის
მიზეზი ის იყო, რომ "მინაის" წარმომადგენლებმა "შინიკის" დირექტორს უკრაინის ჰიმნის შესრულება მოსთხოვეს. ამ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი მიხაილ სპივაკოვსკი უარყოფს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდათ და ორივე გუნდს სასტუმროს დატოვება მოუწია.

"მინაის" მცველმა დმიტრი ნემჩანინოვმა ua-football-ს განუცხადა, რომ რუსები ღორებივით იქცეოდნენ, შანსი მიეცათ, გამოიყენეს და მაგრად სცემეს, მათგან არავინ დაშავებულა, "შინიკის" ზოგიერთ ფეხბურთელს კი ნაკერი დაადეს, ხოლო ზოგიერთს ნეკნი აქვს გატეხილი.

დღეს "შახტარმა" ანტალიაში იმ სასტუმროში დაბინავებაზე უარი განაცხადა, სადაც მოსკოვის ცსკა და "დინამო" იმყოფებოდნენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს რუსეთი როგორ ყველამ უნდა წამოიცვას მე არ ვიცი რა…კაი ფეხბურთი არ იცი ჩხუბი ან ომი მაინც ხო უნდა იცოდე ამხელა იმპერია ხარ ბოლობოლო…მარა რუსეთში ჩხუბი ვინც იცის ეგენი ჩეჩნები არიან მარტო )))
ზურა
10:51 15-02-2023
10
ღორები რომ არიან ჯერ კიდევ როდის მიმართავდა რუსეთის მეფე ალექსანდრე მეორე რუს ოფიცრებს:

"შეგახსენებთ, რომ ევროპა რუსეთი არ არის, კასტრომა კი ვარშავა, ამიტომ გიბრძანებთ, რომ ვარშავულ ბალ – მასკარადებზე, საცეკვაო დარბაზის კუთხეებსა და სცენაზე არ მოისაქმოთ და საჭიროებისთვის ბაღის ბუჩქებში გადით. უკანალი თითებით კი არა, ფოთლებით გაიწმინდეთ, ეს დედა-რუსეთი არ არის და ევროპაში ჩვენი რუსული ჩვევები შეიძლება ვერც გაიგონ. ცეკვის დროს ქალბატონებს კორსეტებში არ ჩაუხტეთ. გახოვდეთ, რომ თქვენ ტვერში არ ხართ და „დურაკას“ არ თამაშობთ. თავადის გათხოვილ ქალებზე მათი ქმრების თანდასწრებით არ იძალადოთ. ეს ჩვენი გლეხის ქალები კი არა, ევროპელი ქალბატონები არიან და იქ ამას ვერ გაიგებენ.“

niko
23:15 14-02-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული