ბრაზილიის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება, რომ ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს.

დროებით ეროვნულ გუნდს ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რამონ მენეზესი ჩაუდგება სათავეში, რომლის ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგეს.

25 მარტს ბრაზილიელები ამხანაგურ მატჩში მაროკოს შეხვდებიან და გუნდის მწვრთნელი მენეზესი იქნება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "პენტაკამპეონების" თავკაცი ტიტე გადადგა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული