"დაბრუნდება თუ არა ლეო "ბარსელონაში"? - ხორხე მესის კომენტარი

AutoSharing Option
ლიონელ მესის მიმდინარე სეზონის ბოლოს "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულება ეწურება. ცნობილი გამოცემების ცნობით, შესაძლოა "ბარსელონამ" 35 წლის შემტევის დაბრუნებისთვის იბრძოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ლეოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

ფაბრიციო რომანო "ლა პულგას" მამისა და აგენტის, ხორხე მესის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, არგენტინელის "ბლაუგრანაში" დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

"არ ვფიქრობ, რომ ლიონელი "ბარსელონაში" დაბრუნდება. მათგან შეთავაზება არ მიგვიღია და არც ლაპორტასთან მისაუბრია" - განაცხადა ხორხე მესიმ.

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგები 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და
"პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.

altევროპას მესიც ტოვებს? - ლეო პსჟ-სთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს

altნეიმარმა და მესიმ პსჟ-ის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს

altმეკარემ პენალტი მოიგერია და შემდეგ გარდაიცვალა - უმძიმესი ტრაგედია ბელგიაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული