ფრაგმენტი ბაჯოს ცხოვრებიდან - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 56 წლის გახდა

AutoSharing Option
დღეს, 18 თებერვალს, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო 56 წლის გახდა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ცხოვრებიდან, რომელსაც მისი შვილი ვალენტინა ბაჯო ყვება.

"1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ირლანდიასთან მატჩის შემდეგ მამამ დედას დაურეკა: "უნდა ჩამოხვიდეთ, ძალიან მჭირდებით". ნიგერიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავედით და მაშინვე მის სანახავად გავეშურეთ. როცა ჰოლში შევნიშნე მისკენ გავიქეცი, ვუთხარი, რომ მიყვარდა და ვფიქრობ, მაშინ აივსო იმ ენერგიით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა.

მეორე დღეს იტალიამ მისი ორი გოლით გაიმარჯვა, გამარჯვებისა კი მე მომიძღვნა, ტრიბუნებზე მეძებდა. მატჩის შემდგომ
ინტერვიუზე მის მუხლებზე მოკალათებული ვიჯექი და ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ვფიქობდი მასზე, ვუპასუხე: "რომ მამაჩემი მსოფლიოში საუკეთესოა".

ჩვენ მას გვერდიდან არ ვშორდებოდით, გარდა ბრეშაში გატარებული პერიოდისა. ხალხს ბაჯო უყვარდა. კარგად მახსოვს, როცა 2002 წელს ტელეფონზე დაურეკეს, სახლის ტერასაზე ვიდექით. მის თვალებში ამოკითხულ იმედგაცრუებას ვერ ვივიწყებ. დღეს უკვე ვიცი, რომ საქმე ფიზიკურ მზაობას არ ეხებოდა, თუმცა ყველაფერმა ასე ჩაიარა, უხმაუროდ.

რაც მან თამაში შეწყვიტა, კვირა დღე ისეთი აღარ არის. ყველაფერს გავიღებდი, რათა მეხილა როგორ თამაშობს ისევე, როგორც 90-იანებში, როგორ ფლობს ბურთს, კარისკენ მიიწევს და ფეხბურთს ბრწყინვალე გოლებით ალამაზებს, ჩვენ კი ყოველ მის გოლს ყიჟინით ვეგებებით. დღესაც კი, როცა ეზოში გვეთამაშება, ცდილობს ეს ნაკლები დატვირთვით გააკეთოს, რადგან ტკივილის ეშინია. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რომელიც მთელი ცხოვრებაა მტანჯავს. ვუყურებ მას და ვხედავ, როგორ ანადგურებს ეს ტკივილი 53 წელია.

"მამა, ჩემს მუხლს მოგცემ, ის მე არ მჭირდება" - ვეუბნებოდი ბავშვობაში. მთხოვდა გავჩუმებულიყავი, მაგრამ, სიმართლე ის არის, რომ მე გულწრფელად ვიყავი მზად მისთვის მუხლი დამეთმო".

წყარო: Football's Greatest

მკითხველის კომენტარები / 7 /
უბრალოდ დატკბით https://www.youtube.com/watch?v=G9vt6nkHLEU
შაკო
18:37 19-02-2023
0
იტალია 90-ზე ბრინჯაო აიღო,
აშშ 94-ზე ვარცხლი,
საფრანგეთი 98-ზე კი არ წაიყვანეს!...
P.S. საფრანგეთი, რომელმაც 90-ის და 94-ის მუნდიალები გამოტოვა (მაშინ უეფას პრეზიდენტი პლატინი გახლდათ) ჩემპიონი გახდა და მიუხედავად ზიდანის უდიდესი პატივისცემისა, რონალდო საიდუმლო ვითარებაში, ფინალის წინ მოიწამლა და მთელი ბრაზილიის ნაკრები ვერ გრძნობდა კარგად თავს. ამ მუნდიალზე კი ბაჯო არ წაიყვანეს...
ლაშა
11:18 19-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული