კიმი "ნაპოლიში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება - რას ითხოვს კორეელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი კიმ მინ ჯე კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის ორჯერ გაზრდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორეელი "პარტენოპეის" დატოვებს. ამის შესახებ Calciomercato იტყობინება.

წყაროს ცნობით, 26 წლის მცველის მიმართ დაინტერესებას "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" გამოთქვამენ.

კიმი ყოველწლიურად 2.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კორეელის ულტიმატუმს.

შეგახსენებთ, კიმ მინ ჯე "პარტენოპეის" გასულ ზაფხულს "ფენერბაჰჩედან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ტოტენჰემს" კიმ მინ-ჯაეს შეძენა სურს - კორეელი კონტესთვის პრიორიტეტია

alt"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი

ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 19 /
რამდენიმე დღის წინ ეწერა,ხვიჩას ხელფასს გაუორმაგებენ და 2,4 მილიონი გაუხდებაო,წელიწადში.ამას 2,7 მილიონი ჰქონია.ლიგაც რომ ვერ მოიგონ,ასეთ ხელფასებზე იტალიის რომელიმე ჩემპიონი ფეხბურთელი ითამაშებს?უკვე მაინტერესებს,რამდენს იღებენ,მილანის და ინტერის ფეხბურთელები,წელიწადში.ნაპოლიმ ფეხბურთელებს,გაბრწყინების საშუალება მისცა,მათაც გაიბრწყინეს და ნაპოლის თითქმის ჯიბეში უდევს,ამდენი წლის ნანატრი სკუდეტო.დღეს წაგებაში არც ერთი მხარე არ არის,მაგრამ მომავალ სეზონში,ეს ასე უკვე აღარ დარჩება.ეს უკვე დღესაა ცხადი.თუ ნაპოლის,გრანდად გადაქცევა უნდა,ჯიბეზე ხელიც უნდა გაიკრას,თუ არადა,ეს ხალხი,თავის გზას ნახავენ.რა თქმა უნდა ძალიან დასანანი იქნება,ასეთი ზღაპრულად მოთამაშე გუნდი დაიშალოს,მაგრამ ამ ცხოვრებაში,ყველა,პირველ რიგში, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს,დე ლავრენტისიც და ნაპოლის ფეხბურთელებიც.
სოსო
13:04 24-02-2023
1
ნაპოლი ( ამ ეტაპზე ვერცერთი იტალიური კლუბი ) დიდ ხელფასებს ვერ გადაიხდის. რო გაიჭინთონ ცოტას მოუმატებენ, მაგრამ ინგლისური გრანდები რასაც გადაუხდიან იმის ნახევარზე გავიდნენ მაქსიმუმ, ამიტომ კიმიც წავა, ოსიმენიც და კვარაც.
და ნურავინ ნუ დაწერს ფულის გამო წავიდნენო.
9 მილიონის სმაგივრად 10-ზე რო წახვალ, ეგაა ფულის ხამობა, თორე 3 მილიონის მაგივრად 15-ზე არ წავლას რაც ქვია არ დავწერ, არ დამიდასტურებენ მერე პოსტს :D
ვოლოდიმირ ზელენსკი
16:08 24-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული