კიმი "ნაპოლიში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება - რას ითხოვს კორეელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი კიმ მინ ჯე კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის ორჯერ გაზრდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორეელი "პარტენოპეის" დატოვებს. ამის შესახებ Calciomercato იტყობინება.

წყაროს ცნობით, 26 წლის მცველის მიმართ დაინტერესებას "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" გამოთქვამენ.

კიმი ყოველწლიურად 2.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კორეელის ულტიმატუმს.

შეგახსენებთ, კიმ მინ ჯე "პარტენოპეის" გასულ ზაფხულს "ფენერბაჰჩედან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ტოტენჰემს" კიმ მინ-ჯაეს შეძენა სურს - კორეელი კონტესთვის პრიორიტეტია

alt"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი

ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეკუთვნის ბიჭებს ხელფასის მომატება,იმიტომ რომ ამ ფულს თვითონ გამოიმუშავებენ,თავისი კარგი თამაშით. წარმოიდგინეთ ახლა ნაპოლი რომ მე- 6 ადგილზე იყოს სერია A ში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენილიყო ხომ ექნებოდა კლუბს ამის ნახევარი შემოსავალი? შესაბამისად ამ მოგებებით ბიუჯეტი გაიზარდა და ხელფასი სამართლიანად უნდა გაუზარდონ ფეხბურთელებს. ლესტერი რომ ჩემპიონი გახდა მინიმუმ გაუსამაგეს (ლიდერებს ვინც დარჩა) ხელფასი!
გაბო
08:38 25-02-2023
2
ძალიან საინტერესო იქნებოდა რო გვენახა მამუკა ჯუღელის შედგენილი კონტრაქტი....ან მაისურებიდან თუ იღებს წილს კვარა ან რეკლამებიდან... მსოფლიოს 10ეულში შეყავს ყველას ოსი და კვარა და ხელფასი რო კონკიასი ექნებათ 21 საუკუნეში..... 80 მილიონი გადაიხადეს ჩუამენში და 10-12 მილიონი აქვს რეალში.... 10 მილიონიან ფეხბურთელს მესმის რო მისცე 1 მილიონი ხელფასი მაგრამ 100 მილიონზე მეტად რო ყიდი იმ კაცს უნდა უორმაგებდე ხელფას თუ უნდა უათმაგებდე???? 10 მილიონიდან ასს გასცდა მისი ფასი და ხელფასი 2 ლიმონი... აქ ფულზე არაა საუბარი აქ არის დაფასებაზე... ამხელა კალიბრის გუნდი რო ხარ და პრეტენზია რომ გაქვს სკუდეტოზე და ლიგის ფინალზე ან მოგებაზე რო ოცნებობ.... 2 მილიონი შეიძლება ოლიმპიაკოსის ფეზბურთელსაც ჰქონდეს ხელფასი ან უფრო მეტიც..... არმიყვარს ჟმოტი პრეზიდენტები. ყველაფრის მოგება უნდათ კაპიკებში...მასე რო ეაზროვნა პერესს დღეს ის რეალი არ იქნებოდა რაც არის... ხელზე დაიხვიეს ეს კრიზისი და ამბები იტალიაში... ეგეც მაგათი ბრალია რო აწყობდნენ თამაშებს ფულით რო ვერ ძღებოდნენ... არ მაშინ ქონდათ კატასტროფული ხელფასები.. ასე რომ ხვიჩასთვის არსენალი ლივერპული მინდა. რეალში მისი ადგილი არაა იქ ვინი ყავთ და მბაპესაც უმიზნებენ...
რონი
06:57 25-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული