შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვანი" შვეიცარიულ "ბაზელს" დაუპირისპირდება, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" კი შვედურ "იურგარდენს" შეხვდება, გთავაზობთ მერვედფინალურ წყვილებს:
აეკი - ვესტ ჰემი
ფიორენტინა - სივასპორი
ლაციო - ალკმაარი
ლეხი - იურგარდენი
ბაზელი - სლოვანი
შერიფი - ნიცა
ანდერლეხტი - ვილიარეალი
გენტი - ბაშაკშეჰირი
1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 16 მარტს შედგება.