"ალ ნასრმა" სერხიო რამოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
"ალ ნასრი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის გადაბირებას გეგმავს და მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო, ამის შესახებ ესპანური Marca იტყობინება.

წყარო ცნობით, ცენტრალურ მცველს კვლავ პარიზულ კლუბში დარჩენა სურს, თუმცა ეჭვობს, რომ დედაქალაქელები ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებენ, 36 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.

ჯერჯერობით უცნობია, რა პირობებს სთავაზობს არაბული კლუბი სერხიო რამოსს. შეგახსენებთ, "ალ ნასრის" ღირსებას სერხიოს ყოფილი თანაგუნდელი და მსოფლიოს ყველად დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო იცავს.

altრონალდო და რამოსი

კვლავ ერთად? - ვეტერანი ესპანელი თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

alt36 წლის სერხიო რამოსი შეიძლება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს

altრამოსი მუნდიალზე არ წაიყვანეს - "ბოროტმოქმედი" და შექსპირის პერსონაჟი, რომელსაც თამაში 40 წლამდე სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული