ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მესი აღიარა

AutoSharing Option
2022 წლის მიხედვით, The Best Fifa Award-ის ჯილდო არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მოიგო - მეორედ კარიერაში.

ყველა გამარჯვებული

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალეკსია პუტელიასი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები)

საუკეთესო გულშემატკივრები: არგენტინის ნაკრების ქომაგები

საუკეთესო გოლი (პუშკაშის სახელობის): პრიზი პოლონელ ფეხბურთელს, მარჩინ ოლეკსის გადაეცა, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ამპუტანტი ფეხბურთელი გახდა.

ფეირ-პლეის პრიზი: ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი: სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები)

საუკეთესო ქალი
მეკარე: მერი ირპსი (მანჩესტერი)

მამაკაცთა სიმბოლური ნაკრები

მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)

მცველები: ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი/ბაიერნი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი/მანჩესტერი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ლუკა მოდრიჩი (რეალი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი/დორტმუნდი), ქარიმ ბენზემა (რეალი), კილიან მბაპე (პსჟ)

მესი მეთექვსმეტედ შეიყვანეს ფიფას სიმბოლურ გუნდში, რომელშიც 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა რონალდო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რაიყო არგეტინლება დაარიგეს პრიზები
ნიკა
17:21 28-02-2023
4
როგორ არ ვიცოდით, ხო დაიწერა რო მინდორზე გათიშული მეტოქეს პირველადი დახმარება რო გაუწია, სიკვდილს გადაარჩიანო ენა გადაყლაპა თუ რაღაც მსგავსი და ამან სასუნთქი გზები გაუთავისუფლა. მაგრამ თუ აქ გაიტანდნენ ამ თემას ნამდვილად არ მეგონა. მსგავსი ამბები ხშირად ხდება.
უკაცრავად? ლუკა ლოჩოშვილი? რატო არაფერი ვიცოდით ამაზე?
16:05 28-02-2023
1

სიახლეები პოპულარული