"პარი სენ-ჟერმენის" განაპირა მცველს, აშრაფ ჰაკიმის, ახალგაზრდა ქალბატონი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Le parisien-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თავად ბრალმდებელმა საჩივრის დაწერაზე უარი განაცხადა, თუმცა საფრანგეთის პროკურატურამ ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყო.
როგორც ქალბატონი აცხადებს, მისი და აშრაფის ურთიერთობა 16 იანვარს სოციალურ ქსელში დაიწყო, 25 თებერვალს კი მაროკოელმა მასთან შესახვედრად ბინა დაიქირავა და ქალზე ძალადობა სცადა, თუმცა მსხვერპლმა ახალგაზრდა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და სასტუმროდან გაიქცა.
ჯერჯერობით "პარი სენ-ჟერმენს" აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ჰაკიმი დედაქალაქურ კლუბს 2021 წელს
"ინტერიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში აშრაფმა პსჟ-ის მაისურით ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.