რონალდომ და ჯორჯინამ დაბადების დღეები სომხურ რესტორანში აღნიშნეს - რა კერძები შედის მენიუში და რა არის მათი ფასი

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ და მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, დაბადების დღეები საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში მდებარე სომხურ რესტორან Lavash-ში აღნიშნეს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი 5 თებერვალს 38 წლის შესრულდა, ჯორჯინა კი 27 იანვარს 29 წლის გახდა. 

რესტორანი გასულ წელს გაიხსნა პრინც მუჰამედ ბინ აბდულაზიზის ქუჩაზე, ალ ოლაიაში. ეს არის სამსართულიანი შენობა, რომელიც მოიცავს მთავარ დარბაზს, VIP-ზონას და ტერასას მოსაწევი განყოფილებით.

რესტორანი ემსახურება სომხურ და იტალიურ სამზარეულოს. რესტორნის გვერდზე ვკითხულობთ:

"ლავაში" გთავაზობთ სხვადასხვა კერძის ძალიან დიდ მენიუს, მათ შორის, ცივსა და ცხელს. ძირითადი კერძები,
სუპები, სალათები, ნოყიერი საქონლის კერძები, გრილი, სასმელი, ყავა და დესერტები. 

უცნობია, თუ რა კერძები შეუკვეთეს რონალდომ და ჯორჯინამ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე მათგანის ფასებს გეტყვით.

მაგალითად, ზღვის პროდუქტების ნაკრები სპეციალური სოუსით - 196 საუდის რიალი, რაც 49 ევროს შეადგენს.

შემწვარი ცხვრის ნაჭერი მწვანილებით - 158 საუდის რიალი, 40 ევრო.

შებოლილი სტეიკი - 155 საუდის რიალი, 39 ევრო.

ხორცის ნაკრები ქაბაბებით და მწვადი - 145 საუდის რიალი, 36 ევრო.

შიშ ქაბაბი მოხარშული ალუბლის სპეციალურ სოუსში - 125 საუდის რიალი, 31 ევრო და სხვა კერძები...
მკითხველის კომენტარები / 43 /
ტოლმა, ბასტურმა, სუჯუხი, სევანის იშხანი, კაააი კანიაკი...
აი ესაა ჭეშმარიტი სომხური პურ-მარილი. აბა რა ზღვის პროდუქტები, სად აქვთ მაგათ ზღვა ?! მაგრამ მანდაც რაღაცას ფინტიკლიუშკობენ ეგენი )))
ქართლოს-ჰაოსიანი
14:45 01-03-2023
3
ისე სიმხებს რატო გონიათ რომ მათ რესტორანში ვინმე თუ შევიდა ვინმე დაიბოღმება. ეტყობა მათი გადმოსახედიდან უყურებენ. მასე თუა მართლა რუსეთში ქართული რესტორნები გაცილებით პუპულარულია ვიდრე სომხური. ეგ კიარა რუსები სომხეთში რომ ჩადიან იქაც ქართულ საჭმელებს უკვეთავენ. და ეგ უნახავმა რა ნახაო "ნაროდიც" ბოღმისგან ეუბნება შეუკვეთეთ ქართული ლობიო ჩვენ უფრო კარგად ვაკეთებთ ვიდრე თავად ქართველებიო, ტიპები ცირკები არიან. რონალდუზეც თუ მიდგა საქმე საქართველოში გაცილებით ადრე იყო შესაბამისად აქაურ რესტორნებშიც ,ვიდრე არაბეთში სომხურ რესტორანში და აქაურო სომხებო (არმენებო) საქართველოს მარტო იმაზე უნდა უთხრათ მადლობა ქართული ენის შესწავლის საშუალება რომ მოგეცათ, რომელიც გაცილებით ლამაზია ვიდრე არმენული თავისი ფარული ინდური აქცენტით.
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული