"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, ოსიმენი დაცვას ხშირად არ ეხმარება და თუ უნდა, რომ საუკეთესო გახდეს, საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

"არის თუ არა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი? ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

"ლაციოს" ფორვარდ ჩირო იმობილეზე არავინ საუბრობს, თუმცა იტალიელს წლების განმავლობაში უამრავი გოლი გაჰქონდა. "ლაციოს" მისი სახით შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს.

ეხმარება თუ არა
ოსიმენი თანაგუნდელებს დაცვით ფაზაში? არ ვფიქრობ, რომ ასეა, ნიგერიელი მცველებს არ ეხმარება. ამას "ნაპოლიში" საუკეთესოდ ედინსონ კავანი აკეთებდა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი და იტალიელი მასზე უკეთესები არიან, ისევე, როგორც ერლინ ჰოლანი" - განაცხადა ფედელემ.

alt"კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ფედელე სპალეტიზე

alt"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

alt"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 13 /
აი მაგიტომ ხარ პარმას აგენტი.რა აგენტც ხარ,ის გუნდი გყავს.ამას და დინამოს აგენტებს ერთი ხედვა აქვთ
კახა ქ.
03 მარტი 2023 09:05
0
ფედელე იმიტომ ხარ ყოფილი,ასერომ ლაყბობ
სვანსკი
02 მარტი 2023 22:20
0
კავანის კიდე შეიძლება შეადარო, იმობილე ახლოც ვერ მივა
gionat
02 მარტი 2023 19:42
0
ეს რა მაგარი ბოღმის ბუკეტია :))))). ნაპოლი რომ სკუდეტოს მოიგებს შეიძლება სუიციდი ჩაიდინოს, მარტო არ დატოვონ ოჯახში.
WTF
02 მარტი 2023 15:59
0
ყველა კუთხურიდან(ნაპოლის კართან) ოსის გამოაქვს ბურთი თავით საჯარიმოდან რა ეს დაცვაზე დახმარება არაა?
ggg
02 მარტი 2023 15:55
0
ტიპს სახეზე რომ ემჩნევა რა ბოღმაა. საცოდავია
რა როჟა აქვს
02 მარტი 2023 15:39
0
პარმას ყოფილი სპორტული დირექტორიო?))სულ მიკვირდა პარმა ესე რატო გაბანძდათქო?!)ესეთი მცოდნე რო გეყოლება სპორტულ დირექტორად აბა რა შედეგი გექნება?!!
გიორგი IV
02 მარტი 2023 14:57
0
კავანიმდე ჯერ შორია... იმობილემდეც...
უვიცი
02 მარტი 2023 14:53
7
სიყვარულშიც ზომიერებაა საჭირო
ლაშას
02 მარტი 2023 13:50
0
ანზორ კავაზაშვილი
ტოტტი
02 მარტი 2023 12:56
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული