"ბრიუგე" ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მერვედფინალურ მატჩში "ბენფიკასთან" უშანსოდ დამარცხდა (საერთო ანგარიში 1:7) და მისი 42 წლის ინგლისელი მწვრთნელი სკოტ პარკერი გადააყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური კლუბი საიტით ავრცელებს.
პარკერმა "ბრიუგე" 31 დეკემბერს ჩაიბარა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 12 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო.
ის ადრე "ფულჰემისა" და "ბორნმუთის" თავკაცი იყო.