რუსული პრესა: სფფ მარადიშვილით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება

AutoSharing Option
რუსული RIA Novosti ავრცელებს ინფორმაციას, რომ სფფ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველის, კონსტანტინ მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება.

"ეს სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ფეხბურთელი ცსკა-ში თამაშობდა და ინტერესი ჯერ კიდევ რჩება", - მოჰყავს RIA Novosti-ს მასთან დაახლოვებული წყაროს ინფორმაცია, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მარადიშვილს მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს ნაკრებში თამაში სურს, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ არ დაადასტურა.

altაპირებს თუ არა მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ქართული გვარის მიუხედავად, არ არის ეს ხალხი ქართველი და მნიშვნელობა არა აქვს ამათ ათამაშებთ თუ აფრიკელს ჩამოიყვანთ. მეტსაც გეტყვით. ის აფრიკელი და ბრაზილიელი მირჩევნია აქ რომ ცხოვრობს და ქართულს სწავლობს, ვიდრე ამისთანა ქართველები. დამჭირდა და ქართველი ვარ, არ მოსულა!!
odala
13:15 17-03-2023
3
რაში გამოიხატება მარადიშვილის ქართველობა? რამდენჯერ დაესწრო ჩვენი ნაკრების თამაშებს? მიულოცა ფეიბუკ-ინსტაგრამებში წარმატება საქართველოს ნაკრებს? გამოთქვა სადმე პატრიოტული აზრები? გუშინ ან დღეს თი მოასწრო ამის გაკეთება, ეს არ ჩაეთვლება. ეს ტიპი არის რუსი (ტატარკა) დედის გაზრდილი. სანქციებმა შეაყვარა საქართველო?
ქ. გ.
13:14 17-03-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული