რუსული პრესა: სფფ მარადიშვილით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება

AutoSharing Option
რუსული RIA Novosti ავრცელებს ინფორმაციას, რომ სფფ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველის, კონსტანტინ მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება.

"ეს სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ფეხბურთელი ცსკა-ში თამაშობდა და ინტერესი ჯერ კიდევ რჩება", - მოჰყავს RIA Novosti-ს მასთან დაახლოვებული წყაროს ინფორმაცია, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მარადიშვილს მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს ნაკრებში თამაში სურს, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ არ დაადასტურა.

altაპირებს თუ არა მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ქართული გვარის მიუხედავად, არ არის ეს ხალხი ქართველი და მნიშვნელობა არა აქვს ამათ ათამაშებთ თუ აფრიკელს ჩამოიყვანთ. მეტსაც გეტყვით. ის აფრიკელი და ბრაზილიელი მირჩევნია აქ რომ ცხოვრობს და ქართულს სწავლობს, ვიდრე ამისთანა ქართველები. დამჭირდა და ქართველი ვარ, არ მოსულა!!
odala
17 მარტი 2023 13:15
3
რაში გამოიხატება მარადიშვილის ქართველობა? რამდენჯერ დაესწრო ჩვენი ნაკრების თამაშებს? მიულოცა ფეიბუკ-ინსტაგრამებში წარმატება საქართველოს ნაკრებს? გამოთქვა სადმე პატრიოტული აზრები? გუშინ ან დღეს თი მოასწრო ამის გაკეთება, ეს არ ჩაეთვლება. ეს ტიპი არის რუსი (ტატარკა) დედის გაზრდილი. სანქციებმა შეაყვარა საქართველო?
ქ. გ.
17 მარტი 2023 13:14
4
არ გვინდა რუსები ნაკრებში.
ქ. გ.
17 მარტი 2023 12:41
10
ურაა პატრიოტიზმი
nika7
17 მარტი 2023 13:01
15
გუბანოვამაც სანქციების გამო არჩია საქართველო, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მისაღებია ვიდრე ეს ვითომ ქართველი. მან განაცახად რომ არ აპირებს საქარველოს ნაკრებში თამაშს, როდესაც მას შეკითხვა დაუსცეს. იგივე შეკითხვაზე მისმა ''ქართველმა'' მამამ განცხადა რომ მისი შვილი არ გეგმავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. არც მამას და არც შვილს საქართველო არ უყვართ. წაიკითხეთ დაბლა სტატია ყურადღებით. ვისი რასი სჭირდება აქ ნაკრებში?
G.LA
17 მარტი 2023 14:28
6
ამას სად იგონებთ? გუბანოვამ სანქციებამდე აირჩია საქართველო :) 2021 წლიდან საქართველოს წარმოადენს. პირადი ინტერესების გამო აირჩია საქართველო, იმის გამო, რომ რუსეთში დიდი კონკურენციის და ცსკაში სკანდალის გამო იჩაგრებოდა
ehh
18 მარტი 2023 05:32
0
ხო... მიშამ რომ ემიგრაციაში წასულ ქართველებს მოქალაქეობა წაართვა, ახლა მის გადაწყვეტილების სისწორეში გვარწმუნებს ზოგიერთი გამყიდველი ქართველთმოძულე.
მარადიშვილი ქართველია, მას ქართველად ყოფნა უნდა და არაფერი ცუდი არ უთქვია მას საქართველოს და ქართველების შესახებ!
ლაშა
17 მარტი 2023 12:51
18
რეებს ბჟუტურებ? მიშა აქ რა მოსატანია საერთოდ? სულ გაგიჟდა ეს ხალხი
ლაშა
17 მარტი 2023 13:05
7
რატომ არ უნდა ზოგიერთს მარადიშვილი ქართულ ფეხბურთში ნახოს მაინტერესებს?!
რამდენი ქართველია ასე რუსეთში მცხოვრები და ყველა უნდა შევიძულოთ თუ უნდა გვიყვარდეს თანამემამულე?
როდემდე უნდა ვიყოთ სიძულვილის ენაზე მოსაუბრე ერი? რაშუაშია მანამდე სად იყო და ა. შ. მთავარია ჩვენთან უნდა და განა ეს ბევრ რამეზე არ მეტყველებს?!
გაგაკვირვებს ეს ხალხი, იმდენი ლაიქი აქვს მის მიმართ ქსენოფობიურ გზავნილს არადა ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში სანთლით საძებარია!
განა არ ჯობია ჩვენებურად, ჩვენთან გაიზარდოს და გვასახელოს? როგორ, არ გადმოვიდნენ და საქართველოს სახელით არ ასპარეზობენ სხვა სპორტის სახეობებში რუსი თუ უკრაინელი სპორტსმენები?
ლაშა
17 მარტი 2023 12:40
16
ლაშა, მე პირადად არავინ არ მძულს, მათ შორის არც რუსები და არც ასეთი ქართველები და სულ ერთია რუსეთში იქნება დაბადებული თუ ევროპაში. ბევრ მათგანს აზრადაც არ მოუვიდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში ამ მოვლენებამდე. ერთეულები შეიძლება მართლა ძალიანაც ქართველები არიან და ქართულად გაიზარდნენ, მიუხედავად იმისა სხვაგან დაიბადნენ, მაგრამ როცა დაჭირდათ მაშინ გაახსენდათ ეს ქვეყანა, ეგ სამშობლოს არ ნიშნავს. ეროვნულ ნაკრებში უნდა თამაშობდეს ის ვინც სამშობლოდ თვლის ამ ქვეყანას.
odala
17 მარტი 2023 13:19
2
რაზე მეცინება იცით? მამამისმა თქვა არ აპირებს საქართველოს მოქალაქეობის აღებასო ჩვენ კიდევ ვკამათობთ უნდა თუ არა ქართველობა ზოგმა მიშას თემაც შემოაგდო :D არუნდა ხალხო რა ვერ მიხვდით თან ამას მამა ამბობს ვინ შეიძლება თქვას მე ჩემი შვილის ყველა ნაბიჯს ამ საკითხთან მხარს დავუჭერ
anta
17 მარტი 2023 13:44
1
Visac ar unda nu undaa...paokshi gordeziania saintereso bichia golebic gaaqvs da rac mtavaria unda saqartvelos nakrebshi tamashi(evropis axalgazrdulze tamashs arc eg itkvis uars),sul 20 wlisaa da ras ucdis federacia sanam iqaur nakrebshi ar gamoidzaxeben???
Givi
17 მარტი 2023 20:27
0
გუნდს გამოადგეს და სასურველი შედეგის მიღწევაში მოეხმაროს და დანარჩენი არ მაინტერესებს.როგორც იტყვიან,მთავარია საბოლოო რეზულტატი.
კახა ქ.
17 მარტი 2023 20:37
9
რა საბოლოო რეზულტატი მედროვეების მიღწეული რეზულტატი რაში გვჭირდება :) ნაკრებია, ქვეყანას წარმოადგენ. ფლამარიონი რო იყოს ნაკრებში ის უფრო გამიხარდებოდა ვიდრე ასეთი წუნია ფეხბურთელები როგორიც ესაა და მისნაირი მედროვეები.
deme
18 მარტი 2023 05:04
0
ლაშას, მაშას და გლაშას:
Маша! В соответствии с программой импортозамещения всем рашкастанцам следует немедленно перейти с этого сайта на ФСБшные платформы "Одноклассники", "ВК" и "Телеграм".
ქ. გ.
17 მარტი 2023 13:43
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული