"მილანს" "ნაპოლისთან" უპირატესობა სწორედ ამიტომ აქვს - "როსონერის" ყოფილი ფეხბურთელი წილისყრაზე

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე დაინომ Marte Sport Live-ს ეთერში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "მილანს" "პარტენოპეისთან" უპირატესობა აქვს, რადგან პიოლის გუნდი წყვილის ფავორიტად არ ითვლება, რაც მეტოქეზე ზეწოლას ზრდის.

"მილანს" უპირატესობა აქვს, რადგან წყვილის ფავორიტი "ნაპოლია", რაც მეტოქე გუნდზე ზეწოლას ზრდის. "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე სულ სხვა გუნდია" - განაცხადა დაინომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანს" შორის პირველი მატჩი 12 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს შედგება.

altპიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? -

რატომაც არ უნდა გავიმარჯვოთ

altსპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"

altხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ ლოგიკით, ჩიხურას მადრიდის რეალთან უდიდესი უპირატესობა აქვს.
ILIA
18 მარტი 2023 15:49
1
მასე ზესაფონსაც კი აქვს,გორის დილაზე რომ არაფერი ვთქვათ
ვახო.ხო
20 მარტი 2023 00:24
0
დავალაიქე და ნამდვილად ღადაობა აზრია, მარა რეალურად მცირე უპირატესობა მართლაც აქვს, ლიგაზე გამოცდილება თუნდაც ისტორიული გამოცდილებაც ძალიან ბევრს ნიშნავს, ასე რომ წინასწარ დიდი წნეხი საერთოდ არაა კაი და მითიუფრო ლიგაზე, უბრალოდ სპალეტის აქვს ამათთან იმდენი წონა აქვს რო ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმე მოაგვაროს, ამიტო მაინც მგონია რო მოიგებენ ოღონდ ძაან დიდ ძალისხმევად დაუჯდებათ... ნეტა დაჟე 1 თუ 2 აპრილს სერია აში მილანთან წააგონ, უფრო მოტივირებულები იქნებიან ლიგაზე
რა მაფიაა?
18 მარტი 2023 17:38
2
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას იტალიური თავგადასავალი ისე იღბლიანად დაიწყო რომ თანდათან ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებაა.კენჭისყრა ბრმაა მართალია მაგრამ ასეთი იღბლიანი წარმოუდგენელი იყო.ყველაფერი იქითკენ მიდის რომ ხვიჩა დიეგოს გვერდით თანასწორ ადგილს დაიკავებს ნაპოლის ისტორიაში.
ენძო
18 მარტი 2023 14:55
6
სასწაულია აბა რა არის?!ხვიჩა "ნაპოლი"-ში რომ გადავიდა ყველა იმაზე ვსაუბრობდით რომ რამდენად მალე მოახერხებდა იტალიაში აკლიმატიზაციას და რამდენ დროს მისცემდნენ სათამაშოდ?ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო იმის გარკვევაშია შეძლებს თუ არა "კვარადონა" ოქროს ბურთის მოგებას და რაც ყველაზე დიდი საოცრებაა-დიეგოს 10 ნომრის გადაცემაზეც კამათობენ.ბრავო ხვიჩა.მთელი ერის სიხარული ხარ!
ენძო
18 მარტი 2023 14:48
2
Ragac guli migrdznobs napoli-benfika iqneba naxevarfinali...
Givi
18 მარტი 2023 12:44
2
ტეო თუ გამოაკლდა მილანს რაც არაა გამორიცხული ხშირად ტრამვიანობს. არაფელი გუნდია! ლეაუც თუ გამოაკლდა საერთოდ შანსი არ ექნება )))
beqa
18 მარტი 2023 12:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული