საუდის არაბეთის ლიგაში "ალ ნასრი" "აბჰას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ხსენებულ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდომ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და გულშემატკივარს ძველი მოგონებები კიდევ ერთხელ გაახსენა.
პორტუგალიელის გუნდი 21 ტურის შემდეგ ლიგაში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 4 აპრილს, "ალ-ადალასთან" ჩაატარებს.