20 მარტს "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის 81-ე წუთზე "სამეფო გუნდს" გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს, რასაც მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ხავი გამოეხმაურა.
"აშკარა თამაშგარე იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გაკვირვებული ვარ, რომ ანჩელოტის ამაში ეჭვი ეპარება. ვიდეორეფერი ფეხბურთს უფრო სამართლიანს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს თამაშგარეებს ეხება. სწორედ ამიტომ მომწონს ეს სისტემა“, - განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" 26 ტურის შემდეგ "ლა ლიგას" 68 ქულით ლიდერობს, "რეალ მადრიდი" კი მას 12 ქულით ჩამორჩება და
56 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.
მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ
Okdario: ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა - არაორდინარულ ქართველს შეუძლია "ბარსას"გასაბრწყინებლად ბიძგი მისცეს
ხავიმ "სიტის"4 ფეხბურთელს დაადგა თვალი