"ჰარი კეინი "მანჩესტერისთვის" ვიქტორ ოსიმენზე უკეთესი შენაძენი იქნება" - The Promised Land

AutoSharing Option
სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლის ამჟამინდელი ცენტრფორვარდიც "ბარნლიდან" იჯარით არის წამოსული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ცხრიანის ყიდვა დასჭირდება.

არსებობს ორი რეალური ვარიანტი: ჰარი კეინი, რომელიც პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ვიქტორ ოსიმენი, ასევე გამორჩეული იტალიის სერია "ა"-ში.

იმის გასარკვევად, თუ რომელი მათგანი მოერგება ტენ ჰაგის გუნდს უფრო კარგად, სკოტ სანდერსმა და რობ ბლანშეტმა The Promised Land-იდან, 90min-ის პოდკასტში
ორივე ფორვარდის დადებით და უარყოფით თვისებებზე ისაუბრეს.

ღირს ჰარი კეინი 100 მილიონი?

რობ ბლანშეტი: "როდესაც ისეთ ფეხბურთელს უყურებთ, როგორიც ჰარი
კეინია, ხედავთ, რა არის თქვენი გუნდისთვის საჭირო. სულ რამდენიმე ისეთი პოზიციაა, რომელთა გაძლიერების შემთხვევაშიც იმწამსვე ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდებით.

ხალხი იტყვის, რომ ეს თანხა ინგლისელის სანაცვლოდ ბევრია, თუმცა იგი ჯერ კიდევ უმაღლეს დონეს აჩვენებს და ახერხებს სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანას.

თუკი ამჟამინდელ სატრანსფერო ბაზარზე შენ შეგიძლია მსგავსი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც 2-3 წელი მსგავს ციფრებს დააფიქსირებს, მაშინ ეს მისაღები ფასია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კეინი მომავალი სეზონის დაწყებამდე რომ დაემატებინა, დარწმუნებული ვარ, სატიტულო რბოლაში ფავორიტები ვიქნებოდით".

იქნება თუ არა ჰარი კეინი ვიქტორ ოსიმენზე უკეთესი შენაძენი?

სკოტ სანდერსი: "რაც შეეხება იმ აზრს, რომ ჰარი "ზედმეტად ასაკოვანია": ეს მართალი იქნებოდა იმ ტიპის ფორვარდებზე, რომლებისთვისაც საკუთარი სისწრაფე, მცველების ზურგს უკან გაქცევა და ფიზიკურობა მთავარი უპირატესობაა (კრიშტიანო რონალდოს მსგავსად). მათი 30 წლის ასაკში გაფორმება ნამდვილად მიუღებელი იქნებოდა.

ინგლისელ ფორვარდს უმაღლესი დონის მოთამაშედ საკუთარი გონება, საფეხბურთო ინტელექტი აქცევს. ის უფრო და უფრო ჭკვიანი, გამოცდილი გახდება, მანამ, სანამ ტრავმას არ მიიღებს. მას ეცოდინება რა როლი უნდა დაიკავოს.

მარკუს რაშფორდისა და ჰარი კეინის დუეტი პოტენციური ოქროა. ეს იგივე კეინი-სონის დუეტი იქნება, მაგრამ მარკუსი კორეელის ახალგაზრდა ვერსიაა. რაშფორდს ჰარისნაირი ფორვარდის ყოლა უდიდეს სარგებელს მოუტანს.

ვფიქრობ, კეინი "მანჩესტერისთვის" იდეალური ვარიანტია. ვიცი, ხალხი ვიქტორ ოსიმენს ითხოვს, თუ კლუბი მას იყიდის, ესეც მშვენიერი იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ეს გაცილებით ძვირი დაჯდება. ადაპტაციისთვის ნიგერიელს ინგლისელზე მეტი დრო დასჭირდება. ვთვლი, რომ სერია "ა"-დან პრემიერლიგაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს კი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც კალიდუ კულიბალის მაგალითზე შეგიძლიათ ნახოთ.

იტალიაში ის, რაც მოთამაშეს გამორჩეულს ხდის და სხვებზე მაღლა აყენებს ფიზიკური მონაცემებია. პრემიერლიგაში კი ეს ბევრად უფრო დაბალანსებულია.

"მანჩესტერი" დაინტერესებულია ვიქტორის შეძენით, რისი წინააღმდეგიც პირადად მე არ ვარ, თუმცა ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად ჰარი კეინს ავირჩევდი."


მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოსიმენი სჯობია.
Status quo
22:55 23-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული