"მესიმ კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს" - აგუერომ ლეოს "ბლაუგრანაში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსზე სერხიო აგუერომ ისაუბრა.

"ვგრძნობ, რომ ლეოს "ბლაუგრანაში" დაბრუნების შანსი 50/50-ზეა. ვფიქრობ, კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს, რადგან მისი სახლი სწორედ ესაა. კატალონიური გუნდის პრეზიდენტმა ლაპორტამ მის უკან დასაბრუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

თუ ჟოანი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, ვფიქრობ, ლეო უკან დაბრუნდება" - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამ და "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული