"სპალეტიმ ამაზე უარი მითხრა" - რაზე ვერ შეთანხმდნენ დე ლაურენტისი და ლუჩანო

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. 72 წლის კინოპროდიუსერმა იტალიელ სპეციალისტთან 2021 წელს გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა, როდესაც გუნდის ჩაბარება შუა სეზონში შესთავაზა, თუმცა აღნიშნული წინადადება სპალეტიმ იუარა.

"ჯენარო გატუზო იმ პერიოდში თავს კარგად ვერ გრძნობდა, ამიტომ მისი შემცვლელის მოძებნა დავიწყე, სპალეტის შევხვდი და ვუთხარი, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, გუნდი შუა სეზონში უნდა ჩაებარებინა, თუმცა წინადადებაზე უარი მითხრა და განმიცხადა, რომ ამას ივნისში გააკეთებდა, როდესაც სეზონი დასრულდებოდა.

სხვა მწვრთნელებსაც შევხვდი, მაგალითად ალეგრი ჩემს ოფისში
4-ჯერ მოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ლუჩანო "ნაპოლიში" დიდხანს დარჩება.

დარჩებიან თუ არა ლიდერები გუნდში? არის შეთავაზებები, რომლებზეც უარს ვერ იტყვი" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 71 ქულით ლიდერობს, "პარტენოპეი" ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

altმილიონები და ბონუსები - სპალეტი ამ შეთავაზებაზე დე ლაურენტისს უარს ვერ ეტყვის

alt"რატომ ეპარებოდა დე ლაურენტისს კვარაცხელიაში და კიმ მინ ჯეში ეჭვი?" - სპალეტიმ კითხვაზე უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თქმა უნდა უარს ვერ იტყვის ეგ ფულისტი ! და ეხლა ხვიჩას აგენტიც და ოჯახიც უნდა დაფიქრდნენ კარგად და ღრმად სანამ დათანხმდებიან რომერლიმე გუნდზე და აქ ფული არ უნდა ჩათვალონ მთავარ არგუმენტად ! მთავარი ის უნდა იყოს სად უფრო გააგრძელებს ხვიჩა ზრდას !
zura222
14:04 25-03-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული