ლაპორტა: მესის "ბარსელონაში" დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულში "ლა პულგა" "ბლაუგრანაში" დაბრუნდეს.

"დღესდღეობით მესი პსჟ-ის ფეხბურთელია. ამიტომ ყველაფერს ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ რაღაც გზით მასთან ურთიერთობა უნდა გავაუმჯობესო. ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, არგენტინელი ჩვენი აკადემიის აღზრდილია და "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა" - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, "ლა პულგას" მიმდინარე სეზონის ბოლოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ფრანგული პრესის ინფორმაციით, მხარეებს  თანამშრომლობის გაგრძელება აღარ  სურთ.

alt"მესიმ კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს" -

აგუერომ ლეოს "ბლაუგრანაში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

altემოციებით დატვირთული მატჩი და მესის ჯარიმა პანამასთან [VIDEO]

altმესი "ბარსელონაში" დაბრუნებას სულ უფრო უახლოვდება - პსჟ-ის მისი შენარჩუნება არ სურს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერს ანუ არაფერს
მამუკა
26 მარტი 2023 00:59
0
ლაპორტა! თუ გინდა რო "შავი ლაქა" ჩამოიცილო, მესის "გაშვებისდა" გამო, ყველა ღონე იხმარე, რო ლეო დაბრუნდეს თავის სახლში, ანუ ბარსაში!
ზურა
25 მარტი 2023 23:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული