მონღოლებს ქართველებთან თამაში მოეწონათ და ბათუმში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ

AutoSharing Option
მონღოლეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებული ამხანაგური მატჩით (1:6) ძალიან კმაყოფილი დარჩა და მასპინძლობითაც. მათმა იაპონელმა მწვრთნელმა იჩირო ოცუკამ თქვა, რომ ოსტატობის ასამაღლებლად სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებს უნდა შეხვდნენ, მონღოლეთის ჩემპიონატი, ფაქტობრივად, სამოყვარულოა, სიცივის გამო კი 6 თვე თამაში შეუძლებელია.

მოკლედ, საჭირო გამოცდილება მიიღეს და ბათუმში კიდევ ერთ სპარინგს გამართავენ - ამჯერად 28 მარტს ადგილობრივ "დინამოს" დაუპირისპირდებიან. თამაში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე 15:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთხელაც ჩამოვიდნენ ადრე, ფარიკაობაში და ცხენოსნობაში სავარჯიშოდ და 150 წელი ვეღარ გავყარეთ.
ვახტანგი
11:44 27-03-2023
0
მე ვიცი რაც ხდება

აჭარული ხაჭაპური დაევასათ
Goga
02:42 27-03-2023
2

სიახლეები პოპულარული