ქველმოქმედი სპალეტი - ტოსკანელის საქციელმა მთელი ნეაპოლი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ენცო ბეარძოტის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა, რომელიც 2011 წლიდან იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა. ტოსკანელს საჩუქრად 5 000 ევრო ერგო, მან კი მთლიანი თანხა ბავშვთა თავშესაფარში გადარიცხა.

"მისი შემოწირულობის წყალობით, შევიძენთ მაისურებს, ბურთებს, მოვაწესრიგებთ მოედნებს, რათა ბავშვებმა ვარჯიში შეძლონ. სპალეტი დიდებული ადამიანია", - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

ტოსკანელის საქციელით მთელი ნეაპოლი აღფრთოვანებულია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავად ლუჩანოს კომენტარი არ გაუკეთებია.

altკასანო: სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს

alt"სპალეტიმ ამაზე უარი

მითხრა" - რაზე ვერ შეთანხმდნენ დე ლაურენტისი და ლუჩანო

altმილიონები და ბონუსები - სპალეტი ამ შეთავაზებაზე დე ლაურენტისს უარს ვერ ეტყვის

მკითხველის კომენტარები / 7 /
სპალეტი თავისი ტიპაჟით ძველი ყაიდის იტალიელია და მისი ეს ქმედება ნამდვილად არ არის გასაკვირი.
Charley
11:39 27-03-2023
1
დაქცეულა კაცი და ეგ არი. მთელი 5000 გადაურიცხია, ეხუმრები შენ)))
აბო
13:41 27-03-2023
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული