"ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლის. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, პოლონელის დამატება ყველაზე მეტად "ლაციოს" სურს, თავად ფეხბურთელი კი სერია A-ში დარჩენას გეგმავს და მზადაა "არწივების" რიგებს შეუერთდეს.
ცნობილია, რომ 29 წლის მოთამაშით "ვესტ ჰემიც" ინტერესდება, თუმცა ზელინსკის ყველაზე მეტად მაურიციო სარისთან კიდევ ერთხელ მუშაობის იდეა ხიბლავს.
შეგახსენებთ, პოლონელს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.
"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს
"გასახდელში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ" - რა თქვა ჟელინსკიმ
"ნაპოლიმ" ჟელინსკის შემცვლელი შეარჩია