"მესი აქ არ არის!" - რა ხდება არგენტინაში, როდესაც ლეოს სავარაუდო ადგილსამყოფელს იგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიონელ მესის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ რა თქმა უნდა, საფეხბურთო ვარსკვლავი განსაკუთრებით საკუთარ სამშობლოში, არგენტინაში უყვართ.

მოგეხსენებათ, ლეო ამჟამად სწორედ სამშობლოში იმყოფება. მან "ალბისელესტესთან" ერთად ერთ ამხანაგურ მატჩში უკვე ითამაშა. სკალონის ბიჭები 29 მარტს, თბილისის დროით 03:30 საათზე, კურაკაოს უმასპინძლებენ.

მოკლედ, ინტერნეტში გავრცელდა ჭორი, რომ მესი ერთ-ერთი თეატრში იმყოფებოდა, რის შემდეგაც თეატრთან უამრავი ხალხი მივიდა.

მოგვიანებით, თეატრის ხელმძღვანელობას მოუწია, გარე ეკრანზე განცხადება გაეკთებინა იმის შესახებ, რომ მესი იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ ეს ხალხმა არ დაიჯერა.

საბოლოოდ, როგორც
აღმოჩნდა, ლიონელი მართლაც სხვა ადგილას ყოფილა...
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას ვიზავთ, ვარსკვლავების ხვედრია! ამაში თვითონაც არიან "დამნაშავეები".
ნოდოს
19:09 28-03-2023
0
მე არ ვარ მესის ფანი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რო უმაგრესი ფეხბურთელია, ამის არ აღიარება, ეს იგივეა ფეხბურთს თვალებ დახუჭულმა უყურო.
კოტე
13:13 28-03-2023
1

სიახლეები პოპულარული