"მესი აქ არ არის!" - რა ხდება არგენტინაში, როდესაც ლეოს სავარაუდო ადგილსამყოფელს იგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიონელ მესის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ რა თქმა უნდა, საფეხბურთო ვარსკვლავი განსაკუთრებით საკუთარ სამშობლოში, არგენტინაში უყვართ.

მოგეხსენებათ, ლეო ამჟამად სწორედ სამშობლოში იმყოფება. მან "ალბისელესტესთან" ერთად ერთ ამხანაგურ მატჩში უკვე ითამაშა. სკალონის ბიჭები 29 მარტს, თბილისის დროით 03:30 საათზე, კურაკაოს უმასპინძლებენ.

მოკლედ, ინტერნეტში გავრცელდა ჭორი, რომ მესი ერთ-ერთი თეატრში იმყოფებოდა, რის შემდეგაც თეატრთან უამრავი ხალხი მივიდა.

მოგვიანებით, თეატრის ხელმძღვანელობას მოუწია, გარე ეკრანზე განცხადება გაეკთებინა იმის შესახებ, რომ მესი იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ ეს ხალხმა არ დაიჯერა.

საბოლოოდ, როგორც
აღმოჩნდა, ლიონელი მართლაც სხვა ადგილას ყოფილა...
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას ვიზავთ, ვარსკვლავების ხვედრია! ამაში თვითონაც არიან "დამნაშავეები".
ნოდოს
28 მარტი 2023 19:09
0
მე არ ვარ მესის ფანი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რო უმაგრესი ფეხბურთელია, ამის არ აღიარება, ეს იგივეა ფეხბურთს თვალებ დახუჭულმა უყურო.
კოტე
28 მარტი 2023 13:13
1
ასეა! ლეო მართლაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უყვართ! მე პირადად ლეომ შემაყვარა ფეხბურთი, ბავშვობაში უბრალოდ ვუყურებდი ფეხბურთს, მაგრამ როცა ლეოს თამაში ვნახე, იმის მერე "მოვიწამლე" ამ დიდებული თამაშით!
გიგა
28 მარტი 2023 12:17
0
სიყვარული ერთია და ცხოვრება არ აცალო მეორე ვერანაირი სიყვარული ვერ გადაფარავს გაბრაზების გრძნობას როცა რესტორანში ოჯახთან ერტად დროის გატარებას არ გაცლიან კუდში დევნის გარეშეც შეიძლება სიყვარულის გამოხატვა
ნოდო
28 მარტი 2023 15:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული