ლეგენდარულმა ანდრეას ბრემემ ვიდეოს ჩაწერისას შემთხვევით ცოლის შიშველი მკერდი გამოაჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ანდრეას ბრემემ ვიდეოს ჩაწერისას შემთხვევით ცოლის შიშველი მკერდი გამოაჩინა.

ის ერთ-ერთ გულშემატკივარს დაბადების დღეს ულოცავდა, ვიდეოს დასასრულს კი უკნიდან ხმა გაიგონა, ბრემე მიტრიალდა, მას კამერაც გაჰყვა, რის შემდეგაც კადრში მისი ცოლის მკერდი გამოჩნდა.

ვიდეო ინტერნეტში მალევე ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა:

"ამ ამბის შესახებ მაშინ შევიტყვეთ, რაც უფრო და უფრო მეტმა მეგობარმა დარეკა. წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ მოხდა. ალბათ, ვიღაცამ ეს ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო როდესაც გავგზავნე, ვერაფერს მივხვდი.

ახლა მთელმა მსოფლიომ იცის, თუ რა
დიდებული ცოლი მყავს! სამომავლოდ სჯობს, კამერით გადაღებას სუზანას (მეუღლეს) თუ ვთხოვ", - თქვა ბრემემ.

ინფორმაციისთვის, ბრემე ის ფეხბურთელია, რომელმაც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

საკლუბო დონეზე მას "კაიზერსლაუტერნში", "ბაიერნში", "ინტერში", "სარაგოსასა" და სხვა გუნდებში უასპარეზია.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ინფორმაციისთვის ბრემე ის ფეხბურთელია რომელმაც 1990 წელს არგენტინის წინააღმდეგ ფინალში უსაფუძვლოდ დანიშნული პენალტი გაიტანა, რომელიც წლების შემდეგ თვითონ ლოტარ მათეუსმაც აღიარა რომ პენალტი არ ეკუთვნოდათ, უბრალოდ მაშინდელი ფიფას პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი(ბრაზილიელი)ნეგატიურად იყო გნწყობილი მარადონას მიმართ და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მას რომ პელეზე დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. არავინ არ იცის ეგ ფინალი როგორ დამთავრდებოდა 11 მეტრიანებში და 1994 წელსაც არგენტინას სასწაული გუნდი ჰყავდა და უპირველესი ფავორიტი იყო, მაგრამ მარადონას მოკვეთით დაასამარეს ეგ გუნდი. ფიფა იყო და არის ერთი დიდი მაფიოზური ორგანიზაცია, რაც არაერთხელ გამოჩნდა უკვე
მამუკა
15:54 30-03-2023
8
იქნებ... შემთხვევით არა???
tngh
15:56 30-03-2023
2

სიახლეები პოპულარული