სასახლე ატლანტის ოკეანის ხედით - სად აპირებენ რონალდო და ჯორჯინა ცხოვრებას კრიშტიანოს კარიერის დასრულების შემდეგ

AutoSharing Option
Netflix-ის სერიალის, I Am Georgina ახალ სეზონში კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა გოგონა ჯორჯინა როდრიგესმა გაამხილა, სად აპირებს წყვილი ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი კარიერას დაასრულებს.

როგორც მოდელმა აღნიშნა, ისინი საცხოვრებლად ლისაბონში გადავლენ. ესპანური გამოცემა Cuatro ირწმუნება, რომ წყვილი სასახლეს აშენებს კვინტა და მარინჰაში. მათ ასევე აქვთ ბინა ლისაბონის ყველაზე ძვირად ღირებულ უბანში. ოდესღაც ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის ისტორიაში, რომელიც 7 მილიონ ევროზე ცოტათი მეტი ღირდა.

სასახლე გარშემორტყმულია სინტრა-კასკაისის ბუნებრივი პარკით და წყვილს საშუალებას მისცემს, დატკბნენ ატლანტის ოკეანის ულამაზესი ხედით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული