"ნაპოლი" და "ჩელსი" უნგრელი ნახევარმცველის დამატებისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზაფხულში რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს შემოგვთავაზებს. ამის შესახებ Areanapoli იტყობინება. წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" "ლაიფციგის" ნახევარმცველის, დონიკ სობოსლაის დამატება სურს.

უნგრელი ბუნდესლიგაში 2020 წელს გადაბარგდა, ახლა კი ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა სურს. თავის მხრივ, სპალეტი სობოსლაის პიოტრ ზელინსკის შემცვლელად განიხილავს, მოგეხსენებათ, პოლონელი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლის.

ცნობილია, რომ 22 წლის ნახევარმცველის დამატებისთვის ლონდონის "ჩელსი" და "დორტმუნდიც" იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, სობოსლაიმ მიმდინარე სეზონში "ლაიფციგის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული