
ჩვენ 100%-ით მზად ვართ, რომ მესი დავაბრუნოთ. ეს ყველას ოცნებაა. გულშემატკივრებს მთელ არგენტინაში და ამერიკაშიც კი სურთ მისი აქ მოსვლა.
"ნიუელსი" გახდება ყველაზე პოპულარული გუნდი კონტინენტზე. დრო გვიჩვენებს, ეს მოხდება თუ არა. ჩვენ მას იქამდე დაველოდებით, სანამ საჭირო იქნება", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ ლეოს ამ სეზონის შემდეგ პსჟ-ისთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მესი "ბარსელონაში" გადასვლამდე სწორედ "ნიუელს ოლდ ბოისის" აკადემიაში ირიცხებოდა.