უკრაინის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ბილიჩი დანიშნონ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებს შეიძლება ხორვატი სლავენ ბილიჩი ჩაუდგეს სათავეში, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ბილიჩი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან მოლაპარაკებას გამართავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამჟამად უკრაინის ეროვნულ გუნდს დროებით რუსლან როტანი ხელმძღვანელობს, ხოლო სერგეი რებროვი, რომელსაც ზაფხულში უნდა ჩაებარებინა ნაკრები, სხვაგან აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ბოლოს ბილიჩი "უოტფორდში" მუშაობდა, საიდანაც მარტის დასაწყისში დაითხოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული