კიმ მინ ჯეს შენარჩუნება რთული იქნება - პრემიერლიგის 3 კლუბი გამოსასყიდის გადახდაზე თანახმაა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 3 კლუბი "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კიმ მინ-ჯეს შეძენით არის დაინტერესებული და მზადაა, სამხრეთკორეელის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ეს კლუბები "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" არიან. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიმართება.

შეგახსენებთ, კიმი "ნაპოლის" გასულ ზაფხულს "ფენერბაჰჩედან" შეუერთდა. 26 წლის ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში 35 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ტოტენჰემს" კიმ მინ-ჯაეს შეძენა სურს - კორეელი კონტესთვის პრიორიტეტია

alt"ნაპოლის" მაისურით

ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული