"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ფორვარდი ედინსონ კავანი ლა ლიგის ოფიციალურ საიტს სხვადასხვა თემის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს. ცხადია, ურუგვაელმა კომენტარი "ღამურების" ცუდ ფორმაზეც გააკეთა.

"ვაღიარებ, ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. ვცდილობთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ვიცით, სად ვართ და ისიც ვიცით, სად გვსურს, რომ ვიყოთ. ასპარეზობა რაც შეიძლება ზედა საფეხურზე უნდა დავასრულოთ.

კარიერის დასრულებას ჯერ არ ვგეგმავ. როდესაც ვიგრძნობ, რომ ფორმაში აღარ ვიქნები, ამას აუცილებლად გავაკეთებ" - განაცხადა კავანიმ.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.
"ღამურები" 9 აპრილს "ალმერიას" ესტუმრება.

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

altკვარაცხელიამ რომ კავანი გაიმეოროს... - "ნაპოლი" "იუვენტუსისთვის" სირთულეა

altმამარდაშვილის შეცდომა, კავანის დუბლი - ვალენსიამ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული