13 თვის შემდეგ - ბიელსამ ახალი სამსახური იპოვა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების ჩაბარებასთანაა ახლოს.

რომანოს ცნობით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციასა და 67 წლის სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები ბოლო კვირებში მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზე მივიდა.

მხარეებმა უახლოეს მომავალში ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ბიელსა 13 თვე, მას შემდეგ რაც "ლიდსიდან" დაითხოვეს, უმუშევარი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული