"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან "როსონერისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იშტვან კოვაჩმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამაში საკამათოს ვერაფერს ხედავს.
"კოვაჩმა ბრწყინვალედ იმსაჯა. იტალიაში მატჩები ხშირად ფერხდება, რადგან მსაჯები მოთამაშეებისთვის ბარათების ჩვენებას ხშირად ერიდებიან. მან კი საპირისპიროდ იმოქმედა.
რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, "ნაპოლიმ" შესანიშნავად ითამაშა. "მილანიდან" კი მაიკ მენიოს გამოვარჩევდი, ფრანგმა "როსონერის' ყველა ფეხბურთელს აჯობა" - განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
სპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს
კაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]