"მსაჯი ბრწყინვალე იყო" - კაპელომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან "როსონერისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იშტვან კოვაჩმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამაში საკამათოს ვერაფერს ხედავს.

"კოვაჩმა ბრწყინვალედ იმსაჯა. იტალიაში მატჩები ხშირად ფერხდება, რადგან მსაჯები მოთამაშეებისთვის ბარათების ჩვენებას ხშირად ერიდებიან. მან კი საპირისპიროდ იმოქმედა. 

რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, "ნაპოლიმ" შესანიშნავად ითამაშა. "მილანიდან" კი მაიკ მენიოს გამოვარჩევდი, ფრანგმა "როსონერის' ყველა ფეხბურთელს აჯობა" - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altსპალეტიმ

ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა თქმა უნდა, ბრწყინვალედ იმსაჯა, ოღონდ მხოლოდ მილანის სასარგებლოდ და თან ძალიან უსინდისოდ.
გიო
11:37 13-04-2023
3
დონ კაპელოს ვგონებ სათვალის ზომა აქვს შესაცვლელი. მიუხედავად მისდამუ დიდი პატივისცემისა, მსაჯი იყო ტენდენციური, არაობიექტური. ზელენსკის ყვითელი მისი პროვოცირებული იყო. მილანელებმა რამოდენიმეჯერ ეუხეშნენ ზელენსკის, რაც მას არ შეუმჩნევია.
კიმს ემოციის გამოხატვისთვის გაყვითლევა, თანაც ნახევარფინალში, ნამეტანი იყო. ანგისას მეორე ბარათი სადავოა. ერნანდესმა კარფად გააფორმა ორივე შემთხვევაში.
ლობოტკასაც ბევრი ურტყეს კოჭებში, მაგრამ მისგან თანაზომიერი სიმკაცრე არ გამოვლენილა.
მესმის, რომ სან სიროზე მსაჯზე ზეწოლა ძალიან დიდია, მაგრამ იმას მაინც ნუ კადრულობთ მსაჯის ობიექტურობაზე საუბარს.
კი მსაჯმა კარგად იმსაჯა მილანის სასარგებლოდ!
P.S. სათვალეს მიხედეთ დონ კაპელო!!!
G.A.L.
12:40 13-04-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული