"რუისთან ერთად "ნაპოლის" მოგება უჭირს" - ფედელემ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ენრიკო ფედელე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" პირველ მატჩს (1:0) გამოეხმაურა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მარიო რუისთან ერთად გამარჯვების მოპოვება უჭირს.

"გოლის ეპიზოდში მარიო რუი შეცდა, ისევე, როგორც რაჰმანი. ალექს მერეტმა არასწორი პოზიცია შეარჩია.

ზოგიერთი გულშემატკივარი ამბობს, რომ "ნაპოლი" მაშინ მარცხდება, როდესაც მარიო რუი არ თამაშობს, სტატისტიკა კი საპირისპიროზე მეტყველებს. ცხადია, შეტევაში კარგად გამოიყურება, თუმცა დაცვით ფაზაში სუსტია", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე
გაიმართება.

alt"ზოგიერთი გადაწყვეტილება VAR-ის ვერდიქტის გარეშე მიიღო" - იტალიური გამოცემა კოვაჩშის შესახებ წერს

altAreanapoli: მარიო რუი და ზამბო ანგისა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ასევე დაგაინტერესებთ