ზელინსკი: მატჩის შემდეგ მსაჯებთან მივედი, იცით, რა მითხრეს?

AutoSharing Option
გუშინ, 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ლოსანოს საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდზე მსაჯებთან ისაუბრა, თუმცა მათ უთხრეს, რომ წესები არ დარღვეულა.

"იყო თუ არა იმ მომენტში თერთმეტმეტრიანი? მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებთან მივედი და გავესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ლოსანოზე წესები არ დარღვეულა. უბრალოდ არ მესმის, მსაჯებს ყველანაირი პირობები აქვთ, რომ ასეთ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა, ფაქტია, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მომხდარს უნდა შევეგუოთ" -
განაცხადა ზელინსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 23 აპრილს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

alt"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

altკვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მესმის რაა ზოგი ფეხბურთის ცოდნას რომ იბრალებს და მითომ კვარაცხელიას რომ აკრიტიკებს და მილანს და ლეაოს აქებს. უბრალოდ არ მაქვს სურვილი პოლემიკაში შევიდე. შე დალოცვილო ბიჭი ექვსი თვეა დიდ ფეხბურთში შემოვიდა და რა დონეზა ფსოფლიო ალაპარაკა თავის შედეგებით . გამახსენეთ მესის ან რონალდოს თუ ქონდა მასეთი შედეგი
გიორგი
23:00 19-04-2023
0
რაო მილანი დაისჯებაო ..?! მსაჯებმა დაეხმარაო და ასე შემდეგ !!! თქვე დალოცვილებო გეთანხმებით რომ პირველი პენალტი არ დადო ლოსანოზე მაგრამ როცა დადო რა ხეირი ამით …(არ შეიძლება რა ეგრე ჯერ ერთი სეზონი არ მიგიყვანია ბოლომდის დაა დაიწყოო …..ვარიანტებიი : მწვანე შპორტულ მაშინა მინდააა , ჩოლი მინდააა , პენალტიი მინდააა …თუ არ იცი თუ არ შეგიძლია რას ეკვახები შენს გარდა 10 კაცია კიდევ მინდორზეე მაგრამ ეს პოკაზუხობაა სისხლში აქვთ რაა …იმედია აწი დაეშვები მიწაზე და ნაკრებშიც ძველი გულით ითამაშებ და მაგ ჩანჩალა ნეაპოლსაც მიიყვან ბოლომდის და გახდები ისეთივე თავდამბალი რაც იყავი …ხომ ნახე რაც გიქნათ ლეაომ მარტომ გაგარღვიათ მთელი გუნდი მან მართლაც მარტომ მოიგო შარშან ჩემპიონატი და შენსგან განსხვავებით მსოფლიოზეც ითამაშა …ასე რომ როდესაც გიძახიან ვინ ჩემი …ლეაო შენ უკეთესი ხარო გატყუეებეენ …აი ეგრე რომ ბურთს ჩაიტან და ცარიელ კარებში მისცემ პარტნიორს პასს და თან გუნდს გაიყვან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და კიდევ ნაკრებს რომელიმე დიდ ტურნირზე აი მაშინ შეიდარა თავი ლეაოს ვინისიუსს და სხვა ეგეთებს იმათ კლუბებშიც და ნაკრებებშიც შენზე წინ არიან …შენ ჯერჯერობით ხარ სოფლის გუნდებში ძაან კარგი ფეხბურთელი და რაღაც სტატისტიკის გამო ტყუილად ნუ ითავებ იმას რაც არ შეგიძლია მერამდენე პენალტი გააფუჭე
უკვე ..?!?!?!) ასე რომ მსაჯები ჯანდაბას …უბრალოდ ერთ რამეს რატომ ვერ ხვდებით …?! როდესაც მილანს ედარებით გადახედეთ მილანის ფეხბურთელებს თუ რომელი ნაკრებების წარმომადგელები არიან და რა როლები აქვთ ნაკრებებში ….რა ვი მგონი საფრანგეთის ნაკრები ( აქედან 3 ფეხბურთელი ორი მსოფლიო ჩემპიონი სამივე ძირითადის ფეხბურთელი) იტალიის ნაკრები(2 ფეხბურთელი) ინგლისის,პორტუგალიის, დანიის,ესპანეთის ბოსნიის ნაკრებებიდან ძირითადის ფეხბურთელები და ნაპოლში კი კოსოვოს,სლოვაკეთის,პოლონეთის,ნიგერიის ,საქართველოს , მექსიკის მაკედონიის და იტალიის ნაკრების 2 ფეხბურთელი დანარჩენები კი ნაკრებებშიც ვერ ხვდებიან …ასე რომ ვის ედრებით კლუბების ისტორია კიდევ სულ სხვა თემაა ნაპოლს სკუდეტო აქვს მოგებული ორჯერ და ეგას მთელი
მისი ისტორია მილანს კი 7-ჯერ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული ნაპოლიში აქვს ნათამაშები მსოფლიოს დონის ერთადერთ ვარსკვლავს მარადონას ხოლო მილანში აქვს ნათამაშები მსოფლიოს ვარსკვლავთა 90%-ს იბრალოდ დიდი სიის პატარა ნაწილს შეგახსენებთ :გულიტი, ვან ბასტენი, რაიკარდი, ბაჯო, ინძაგი,მალდინი,ბარეზი,რუი კოშტა კაფუ, ზეედორფი,პირლო,კაკა,იბრა,შევა,რონალდინიო,რონალდო ,რივალდო,ბექჰემი,დესაი,ბობანი,ვიერა,ჯორჯ ვეა,დავიდსი,კლიუვერტი,ბირჰოფი,ნესტა,კრესპო,ტიაგუ სილვა მგონი საკმარია)))
მდაა
22:31 19-04-2023
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული