ტომორი: გეტყვით, როგორ შევაჩერე ოსიმენი

AutoSharing Option
"მილანის" ცენტრალურმა მცველმა ფიკაიო ტომორიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ CBS-თან ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, იგი მაქსიმალურად შეეცადა, რომ ნიგერიელთან მოკლე დისტანციაზე ეთამაშა.

"ვიქტორს დიდებული სეზონი აქვს. ვიცოდით, რომ ჩვენს კართან არაერთი სახიფათო მომენტის შექმნა შეეძლო. მაქსიმალურად ვეცადე, რომ მისთვის სივრცეები შემეზღუდა და მოკლე დისტანციაზე მეთამაშა. "ნაპოლი" ყოველთვის ცდილობს, რომ მასზე ითამაშოს, თუმცა მე და კიაერმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გავართვით" - განაცხადა ტომორიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი "როსონერიმ" 2:1
გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა.

altმათეუსი: კეინი "ბაიერნისთვის" ძალიან ასაკოვანი და ძვირია, ოსიმენი მიესადაგება

altსიომინი: კვარაცხელია სტაბილურია, მაგრამ მისთვის ოსიმენის გარეშე თამაში უფრო რთულია

altოსიმენის წასვლა ახლოვდება - "ბაიერნმა" პირველი ნაბიჯი გადადგა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთელი გუნდი საჯარიმოში იდგა და შორს როგორ გაექცეოდათ.ეგეც არ იყოს თვითონ ოსიმენიც უთამაშებელი იყო და ფიზიკურადაც ვერ ქაჩავდა,თუმცა მაინც გაიტანა.გოლის გამტანზე, დავიჭირეთო, იტყვიან?
კვეხნას მოეშვი,ტომორი!
დაჭრილი შეგხვდათ ნაპოლი,
თორემ დაგშლიდათ მთელ მილანს,
როგორც დიდ გოგრას,"ტაპორი".
0
მილანი წელს ვერაფერს ვერ მოიგებს ვერც ლიგას ვერ სკუდეტოს და დარჩებათ ხელში დიდი *** მარტო ცოტა ხანი გაიბლატავეს ლიგაზე მსაჯების დახმარებით და ეგ არის
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული