რით აჯობა "მილანმა" "ნაპოლის"? - გვარდიოლამ განმარტა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეიმ" ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა ზოგჯერ, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ არის.

"ამ მატჩს ვუყურე. სპალეტის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. უამრავი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად იღბალიც საჭიროა. "მილანი" ამ ტურნირისთვისაა შექმნილი" - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "როსონერიმ" "პარტენოპეი" 2 მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც "ინტერს" დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 10 მაისს გაიმართება, მეორე დაპირისპირება კი 16 მაისს
შედგება.

altგვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტიმ" ანტირეკორდი დააფიქსირა

alt"ნაპოლიზე" აღარასდროს ვილაპარაკებ" - გვარდიოლამ სპალეტის უპასუხა

alt"ევროპაში საუკეთესოები არიან" - პეპ გვარდიოლა "ნაპოლის" თამაშით აღფრთოვანებულია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩამ თუ ასე გააგრძელა (ვარჯიშს არ მოუკლო, ისწავლა ყველა სიტუაციისგან და გამბედაობაც არ გაუნელდება) 2 წელიწადში = ამ ათწლეულის ტოპ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება..
კვარადონა
17:31 22-04-2023
0
მოკიდე კვარას ხელი და წაიყვანე მერე თუ უყურე, გრილიშის ფასი ერთი მოძრაობა აქვს
ქართველი
14:26 22-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული