"ბიჭებს გასახდელში სწორედ ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ საბოლოო აღნიშვნის დრო არ არის.

"როდესაც გამარჯვებას ამ გზით ახერხებ, სიხარული კიდევ უფრო ძლიერია. თუმცა საბოლოო აღნიშვნის დრო ჯერ არ არის.

რა თქმა უნდა, ბიჭებს მივულოცე და მათ ვუთხარი, რომ ეს გამარჯვება თითოეული მათგანის დამსახურებაა. როდესაც დამსახურებები ყველაზე ნაწილდება, სიხარულიც მრავლდება.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მსგავსი მატჩის ჩატარება უმნიშვნელოვანესი იყო. ვფიქრობ, ჩემი გუნდი პირველ ადგილს
იმსახურებს" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

altნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი ეგებება თავის გმირებს

altმეტად სასარგებლო ხვიჩა - "ნაპოლი" შეიძლება 30 აპრილს ჩემპიონი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე რატომღაც მგონია, რომ მილანი უეფამ გგაიყვანა შემდეგ ეტაპზე და ამ საზიზღრობაში სპალეტი იყო ჩართული.
თუ არა და იუვენტუსთან რომ ათამაშა "გუნდი" (კვარა კუთხურებბზე, ჯარიმებზე, ცებტრში და მარჯვნივაც), იგივე რომ გაეკეთებინა მილანთან, სხვა შედეგი გვექნებოდა!
ჩაწყობის მიზანი კი იტალიის რამდენიმე გუნდისთვის სხვადასხვა ტურნირების მოგების შანსის მიცემა მგონია...
ბესო შიოშვილი
24 აპრილი 2023 20:21
4
მთავარი ის არის რომ სპალეტიმ ისეთი გუნდი გააკეთა სადაც ჩვენი ხვიჩა კაშკაშებს და განსხვავებით სიტისგან სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს.თანაც გვარდიოლას გუნდები მთელი თამაში მკაცრად ბურთს აკონტროლებენ სადაც იმპროვიზაციის მოყვარულ ხვიჩას ადგილს ვერ ვხედავ.რაც შეეხება მესის, ხავი და ინიესტასთან ერთად ჩემპიონთა ლიგებს იგებდა და მათ მერე მგონი რვა წელია აღარ მოუგია.
ჩემი აზრით
24 აპრილი 2023 15:54
2
ეგებ,კარგი "ტრენერი" კი არა,კარგი "ქოაჩი" აჯობებს,ან სულაც მამა პაპურად ქართულად-მწვრთნელი,მაგრამ რომ ვერაა ლუჩანო,ვერც ფერგისონზე და ვერც გვარდიოლას კარგი მწვრთნელი,და პიოლიზეც სუსტი აღმოჩნდა ტაქტიკა სტრატეგიით.კვარაცხელია კი არა მარტო ოსიმენთან უნდა იყოს ძლიერი თუ რამე პრეტენზია გააჩნია დიდ ფეხბურთში,არამედ... .მესის ვინც არ უნდა შეუწყვილდეს მინდორზე,მაინც ძლიერი ძლიერია."ფორცა ნაპოლი,სემპრე",ხვიჩა კვარაცხელიას კი სულ მალე გრანდ გუნდს ვუსურვებდი მესის ნაირ,ბენზემას ნაირ .....მოთამაშეს მის გვერდით.ნაპოლის კი ,იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებაში კი "კვარა"-თითქმის გადაწყვეტად დაეხმარა.
მ.ზ.
24 აპრილი 2023 14:56
0
სპალეტი კარგი ტრენერია და მაგარი კაცი.გუნდს შემტევ ,სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს.მილანთან არ გაუმართლა რომ ოსიმენი არ ყავდა ფორმაში.ხვიჩაც ოსიმენთან ერთად სულ სხვაა.
ჩემი აზრით
24 აპრილი 2023 11:59
12
სლაპეტი ასეთი ფრთხილი და მშიშარა რომ არ იყოს შეიძლება მილანი გამოეგდო მაგრამ სად მილანი და სად ნაპოლი. მილანს ლიგა გენეტიკაში აქვს, უდიდესი გრანდია ყველაფრის მიუხედავად ამიტომ ნაპოლის სერია აც ეყოფა და ეგ ჩაითვლება ამ გუნდისთვის უდიდეს მიღწევად
სპ
24 აპრილი 2023 11:19
44
Რა აზრი? Რა გადმოცემა?
ირაკლი ქუთაისელი
24 აპრილი 2023 15:42
0
შენ ეხლა იმასაც იტყვი ლიგას მილანი მოიგებსო. სიფრთხილე აქ არაფერ შუაშია, არც ფანობა. რომ არა ის სამარცხვინო უნგრელი მსაჯი მილანში, დღეს ნაპოლი იქნებოდა ნახევარფინალში.
პ ს. ჩვენ ნუ გვიცოდებ. მილანი შეიცოდე თუ სიტის დაეჯახა, მაგრამ ინტერს გასცდება?
დავით 67
24 აპრილი 2023 13:38
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული