"ამ მოთამაშეს ჩემი თვალის სინათლეს ვუწოდებ" - სპალეტი საკუთარი შეგირდით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობის მოსაპოვებლად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

"პარტენოპეის" ქომაგები ჩრდილომაკედონიელი გარემარბის, ელიფ ელმასის თამაშით აღფრთოვანებული არიან. 23 წლის ფეხბურთელმა 68-ე წუთზე ირვინ ლოსანო შეცვალა და სპალეტის გუნდის შეტევებიც უფრო სახიფათო გახდა.

როგორც Areanapoli წერს, ტოსკანელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ელმასს "თვალის სინათლეც" კი უწოდა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო"
"ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

alt"ბიჭებს გასახდელში სწორედ ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

altნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი ეგებება თავის გმირებს

alt"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩას გარდა გუნდის რომელ მოთამაშეს წინ უდგას 2-3 მოთამაშე და მერე აკრიტიკებენ მოუკლო თამაშსო. ამ დროს რას აკეტებენ დანარჩენი მოტამაშეები?
თბილისელი
10:38 25-04-2023
0
ვიძახი რა ელმასის ადგილი არის მარჯვენა შემტევი საიდანაც გუშინ გააკეთა საგოლე პასი და არა ხვიჩას ფლანგზე ნაკრებში უმეტესად მარჯვნიდან თააშობს.
ტტტ
21:45 24-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული