შეთანხმება შედგა - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდება. footmercato-ს ცნობით, ნიგერიელის აგენტმა და პარიზული კლუბის დირექტორმა ლუის კამპოსმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელს კარიერის "ბაიერნში" გაგრძელება სურდა, თუმცა პსჟ მზადაა მის შესაძენად დიდი ფინანსები გაიღოს.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს "ლილიდან " შეუერთდა. 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 32 მატჩი გამართა,
თავი კი 26 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altოსიმენი "ბაიერნში" გადასვლის წინააღმდეგი არაა

altკვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

altთანხმობა 150 მილიონ ევროზე - Football Insider-ის ცნობით, მსოფლიო გრანდი ოსიმენის სანაცვლოდ ამ თანხას იხდის

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყარაულს თოფი ერთხელ გაუვარდა ხოლო სპალეტიმ ისეთი გუნდი გააკეთა რომელიც იტალიაში ყველაზე შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს,მიუხედავად იმისა რომ ტოპ გუნდებს შემადგენლობით და სკამით ჩამოუვარდება.სწორედ მისი დამსახურებაა ხვიჩას ტალანტი ასე კარგად რომ წარმოაჩინა რისთვითაც ბატონ ლუჩანოს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ.აგრეთვე იმისთვის მთელი საქართველო რომ ნაპოლის თამაშებს სიხარულით ველოდებით
ამაშია საქმე
26 აპრილი 2023 20:01
5
ისე არასდროს არავისთან არ მითქვია და პსჟ მარტო მე მეჩვენება არასიმპათიუად თუ თქვენც?
2007წლიდან აბრამოვიჩის ჩელსიც ლამპარდი-რობენი-დროგბა ასე შეკოწიწებული გუნდი იყო,მაგრამ ძალიან მომწონდა,პსჟ-ს ვერ ვუყურებ რაღაცნაერად
Levani
26 აპრილი 2023 19:41
3
ამ გუნდს არ აქვს სული!! რაც ფეხბურთს და გუნდს ასე უხდება და ალამზებს.
სამაგიეროდ აქვს სუნი!! ნავთით და ფულით გაჯერებული. თავმოყვარე ფეხბურთელი არ უნდა გადავიდეს მანდ. (ეს ჩემი პერსონალური აზრია)

ლაშა
27 აპრილი 2023 00:36
2
მერე ვინ გაძალებს უყურეთქო? მე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ლეო მესის გამო.
ლევანის
26 აპრილი 2023 21:45
2
ნაპოლის სკუდეტოსთან ძალიან ახლოს მისვლა ოსიმენმა, კვარამ, იღბალმა, სხვა წამყვანი გუნდების ფორმაში არყოფნამ ერთად განაპირობა, როგორც იტყვიან ყარაულის თოფივით გაუვარდა წელს ნაპოლის.
მომავალ წელს გუნდი განახევრებული შემადგენლობით იქნება და სამეულშიც ვერ შევა, ჩემპიონი მილანი ან ლაციო იქნება. ამიტომ ხვიჩა დროულად უნდა გადავიდეს ახალ წამყვან გუნდში და იქ უნდა მოიგოს ჩემპიონატი.
07-01
26 აპრილი 2023 14:51
21
ბაიერნში უნდა წასულიყო რა პსჟ
რაბუ
26 აპრილი 2023 14:11
4
ლივერპული ჯერ.
კახა
26 აპრილი 2023 12:07
6
სკუდეტოს მოგების შემდეგ ხვიჩა აუცილებლად უნდა გადავიდეს სხვა გუნდში, ნაპოლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.
ძალიან კარგი იქნება თუ გადავა ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთში, რომელიმე წამყვან გუნდში.
წარმატებები კვარა!
07
26 აპრილი 2023 10:46
40
მთავარია ხვიჩა არ გადავიდეს პსჟ-ში, სხვა გრანდში კი ბატონო უნდა წვიდეს, ნაპოლიდან რეალამდე ხვიჩას ერთი გუნდი ჭირდება, რომელიც შემტევი და დომინანტი იქნება და ხვიჩას მეტ შესაძლებლობებს მისცემს, მაგრამ არა საფრანგეთში.
ნიკა
26 აპრილი 2023 10:23
9
მართალი ხარ! ხომ არ შეიძლება ყველგან ხვიჩაზე იყოს კომენტარები? კარგით რა? გადამეტებული არაფერი ვარგა!
მე ქართველსს
26 აპრილი 2023 13:28
7
სამაგიეროდ სათქმელი ექნება, ნეიმარი ამოვაგე სასტავიდან რო მე მეთამაშაო :D :D
:D :D
26 აპრილი 2023 11:08
14
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული