შეთანხმება შედგა - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდება. footmercato-ს ცნობით, ნიგერიელის აგენტმა და პარიზული კლუბის დირექტორმა ლუის კამპოსმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელს კარიერის "ბაიერნში" გაგრძელება სურდა, თუმცა პსჟ მზადაა მის შესაძენად დიდი ფინანსები გაიღოს.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს "ლილიდან " შეუერთდა. 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 32 მატჩი გამართა,
თავი კი 26 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altოსიმენი "ბაიერნში" გადასვლის წინააღმდეგი არაა

altკვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

altთანხმობა 150 მილიონ ევროზე - Football Insider-ის ცნობით, მსოფლიო გრანდი ოსიმენის სანაცვლოდ ამ თანხას იხდის

მკითხველის კომენტარები / 12 /
მთავარია ხვიჩა არ გადავიდეს პსჟ-ში, სხვა გრანდში კი ბატონო უნდა წვიდეს, ნაპოლიდან რეალამდე ხვიჩას ერთი გუნდი ჭირდება, რომელიც შემტევი და დომინანტი იქნება და ხვიჩას მეტ შესაძლებლობებს მისცემს, მაგრამ არა საფრანგეთში.
ნიკა
10:23 26-04-2023
9
ისე არასდროს არავისთან არ მითქვია და პსჟ მარტო მე მეჩვენება არასიმპათიუად თუ თქვენც?
2007წლიდან აბრამოვიჩის ჩელსიც ლამპარდი-რობენი-დროგბა ასე შეკოწიწებული გუნდი იყო,მაგრამ ძალიან მომწონდა,პსჟ-ს ვერ ვუყურებ რაღაცნაერად
Levani
19:41 26-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული